logo
ENG



"ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე" - ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

16 აგვ 202218:56
3 წუთის საკითხავი
 
"ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე" - ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინის ლიდერმა ფრანგ კოლეგას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, მაკრონთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის "ბირთვული ტერორიზმი" განიხილა.

ზელენსკიმ მაკრონს უკრაინის "ხელშესახები თავდაცვითი დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის თქმით, მაკრონთან საუბრისას უკრაინის მაკროფინანსური დახმარება და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებიც განიხილეს.

"ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე", - წერს ზელენსკი.


close დახურვა